Site icon Civil.ge

საქართველოს და ისრაელის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა თელ–ავივში

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ისრაელში ორდღიანი ვიზიტის დროს თავის კოლეგას მოშე იაალონს შეხვდა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს.

„ჩვენ განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მომავალი. შევთანხმდით, რომ შევიმუშავებთ ერთობლივ გეგმას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით ჩვენი ურთიერთობა. ეს შეეხება ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა შესაძლებლობების განვითარებას, ასევე, თავდაცვითი შესაძლებლობების და სამხედრო ინდუსტრიის შესახებ ჩვენს შესაძლო თანამშრომლობას“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მან თავისი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)