Site icon Civil.ge

პარლამენტს ახალი დეპუტატი შეემატა

პარლამენტმა 11 დეკემბერს ქართული ოცნებიდან ახალი წევრის დარეჯან ჩხეტიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში ირინა იმერლიშვილი შეცვალა.

იმერლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება დაახლოებით ორი კვირის წინ შეუწყდა უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის გამო. ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ, იმერლიშვილის ნაცვლად, ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი კახიანი აირჩიეს წინა სასესიო კვირაში.

პროფესიით ექიმი, დარეჯან ჩხეტიანი, რომელიც 89-ე იყო კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო სიაში, მე-17 ქალი დეპუტატია 150-წევრიან პარლამენტში.