Site icon Civil.ge

ქართველი და სომეხი დეპუტატების შეხვედრა გაიმართა

ქართველი და სომეხი დეპუტატების ჯგუფმა ეუთოს მიერ 14–15 დეკემბერს სომხეთის ლორეს პროვინციაში ორგანიზებულ ორდღიან შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 12–ზე მეტმა ქართველმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით.

იმავდროულად, თბილისის მერმა გიგი უგულავამ კვირას დედაქალაქში ერევნის მერს ტარონ მარგარიანს უმასპინძლა; მათ თბილისის ძველი უბანი მოინახულეს და ასევე ესტუმრნენ მინის ქარხანას, რომელიც ქართულ–სომხური ერთობლივი ინვესტიციით დაფუძნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)