Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით აზერბაიჯანს 16 დეკემბერს ეწვია, სადაც  აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

"მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღმავების სურვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის ხელისუფლების მყარი მხარდამჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით", – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ღარიბაშვილი 17 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში "შაჰდენიზის მეორე ფაზის დაფინანსებაზე შეთანხმება" და სიტყვით მიმართავს მის მონაწილეებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)