რუსეთის სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს 2014–2016 წლებში 3 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 90.3 მილიონ აშშ დოლარს) ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს თითოეულს.
რუსეთის პრემიერ–მინისტრის დიმიტრი მედვედევის 4 იანვრის განკარგულების თანახმად, ფინანსური დახმარება რუსეთის მშენებლობის სამინისტროს მეშვეობით გაიცემა.
განკარგულების თანახმად, თითოეულ სეპარატისტულ რეგიონს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 1 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 30.1 მილიონი აშშ დოლარი) გამოეყოფა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)