საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 13–15 იანვარს ესტონეთს სტუმრობს.
უსუფაშვილი, რომელსაც თან ახლავს რამდენიმე დეპუტატი როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან, ესტონეთის პრეზიდენტს თომას ჰენდრიკ ილვეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ენე ერგმას და საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს შეხვდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიას და ლიტვას ნოემბერში სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)