Site icon Civil.ge

წლიურმა ინფლაციამ იანვარში 2.9% შეადგინა



წლიური ინფლაცია 2012 წლის იანვრიდან 2014 წლის იანვრამდე პერიოდში. წყარო: საქსტატი 

იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.9% შეადგინა, რაც გაზრდილი მონაცემია დეკემბერში დაფიქსირებულ 2.4%-თან შედარებით, იტყობინება „საქსტატი“.

იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ზრდა ძირითადად სურსათისა და საცხოვრებელზე ფასების გაძვირებამ განაპირობა, შესაბამისად, 5.2% და 8.9%-ით.  ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტზე ფასები კი იანვარში 8.4%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)