Site icon Civil.ge

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები რუმინეთსა და უნგრეთში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუმინეთსა და უნგრეთს 10-14 თებერვალს ეწვევა.

ბუქარესტში უსუფაშვილი პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების სპიკერებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს ტიტუს კორლეცანის შეხვდება.

უსუფაშვილი, რომელსაც თან ახლავს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებით წარმოდგენილი საპარლამენტო დელეგაცია, უნგრეთში ვიზიტს 12 თებერვალს დაიწყებს.

უსუფაშვილი შეხვდება თავის უნგრელ კოლეგას ლასლო კოვერს, პრეზიდენტ იანოშ ადერს, თავდაცვის მინისტრ ჩაბა ჰენდეს და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ჟოლტ ნემეტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)