დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში
ზოგადი ინფორმაცია
- მურატ ჯიოევი დაიბადა 1955 წლის 1 ოქტომბერს ჯავის რაიონის სოფელ ბუზალაში.
- 1977 წელს დაამთავრა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი.
- 1977-1981 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის ასპირანტურაში.
- 1981-1989 წლებში მურატ ჯიოევი სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
- ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
პოლიტიკური კარიერა
- 1990 წლიდან მურატ ჯიოევი აქტიურად ჩაერთო საქართველოდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გამოყოფის მოთხოვნით დაწყებულ სეპარატისტულ მოძრაობაში.
- 1990-1993 წლებში იგი სამხრეთ ოსეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო.
- 1999 წელს ჯიოევი დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, 2001 წლის დეკემბერში ჩატარდა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ედუარდ კოკოითიმ გაიმარჯვა.
- 2002 წელს ედუარდ კოკოითიმ მურატ ჯიოევი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
- 2012 წლის 30 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ჯიოევი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა და პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენლად დანიშნა. პარალელურად, მურატ ჯიოევი სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს.