Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24–25 მარტს ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ივარაუდეს 10 მარტს, რომ არ არის გამორიცხული აშშ–ის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრა გაიმართოს სამიტის ფარგლებში. საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა ორშაბათს ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტისგან ბირთვული უსაფრთხოების სამიტთან დაკავშირებით მიიღო. წერილში ამერიკის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს მონაწილეობას რეგიონში ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჰააგის სამიტი უკვე მესამე ასეთი შეხვედრა იქნება. ბირთვული უსაფრთხოების პირველ სამიტს პრეზიდენტმა ობამამ ვაშინგტონში 2010 წლის აპრილში უმასპინძლა, ხოლო მეორე ასეთი შეკრება 2012 წელს სეულში გაიმართა – მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორივე მათგანში მიიღო მონაწილეობა.

ჰააგის სამიტს პრემიერ–მინისტრთან ერთად ასევე დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)