საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 4–7 მაისს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უსუფაშვილი შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან კლოდ ბარტოლონთან და სენატის თავმჯდომარესთან ჟან-პიერ ბელთან.