Site icon Civil.ge

ანტიდისკრიმინაციული კანონი ძალაში შევიდა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელი მოაწერა.

კანონმდებლობა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო, ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ის 7 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.