საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვარტალურად 2011–2014 წლებში. ყველა მაჩვენებელი მოცემულია მილიონ აშშ დოლარში. 2013 წლის და 2014 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები წინასწარ მონაცემებს ეფუძნება. წყარო: საქსტატი
„საქსტატის“ მიერ 9 ივნისს გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის პირველ სამ თვეში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 260 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%–იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2014 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში – 89 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 46 მლნ აშშ დოლარი და კავშირგაბმულობა – 44 მლნ აშშ დოლარი; სამთომომპოვებითი მრეწველობა – 15 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 13 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 6 მლნ აშშ დოლარი; ენერგო სექტორი – 5 მლნ აშშ დოლარი.
„საქსტატის“ წინასწარი ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი იმ კომპანიებზე მოდიოდა, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ ნიდერლანდებში – 73 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 47 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 35 მილიონი აშშ დოლარი; თურქეთი – 30 მლნ დოლარი; რუსეთი – 20 მლნ დოლარი; საუდის არაბეთი – 18 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 18 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 11 მლნ აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)