მარცხნიდან მარჯვნივ: ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი; პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი, 2 იანვარი 2014 წელი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა აბაშიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანმა თანამდებობები დატოვეს.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 13 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებებს, სადაც ნათქვამია, რომ აბაშიძემ და მაჭავარიანმა პოსტები "საკუთარი ინიციატივით" დატოვეს.
მათი გადადგომის კონკრეტული მიზეზი უცნობია. ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა „იყო ერთობლივი გადაწყვეტილება“ და ადგილი არ ჰქონია „არანაირი დაპირისპირებას“ პრეზიდენტ მარგველაშვილთან. მაჭავარიანი კომენტარისთვის ხელმიუწვდომელია.
აბაშიძემ და მაჭავარიანმა ადმინისტრაციაში მუშაობა შვიდი თვის წინ დაიწყეს, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა.
ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, თანამდებობები ასევე დატოვეს მისმა მოადგილეებმა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსმა.