საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა უნგრელი დიპლომატი იანოშ ჰერმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დანიშნა.
ჰერმანი, რომელიც ამ პოსტზე ფილიპ დიმიტროვს შეცვლის, ამჟამად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია ცენტრალურ აზიაში – ამ პოსტზე ის მხოლოდ ორი თვის წინ დაინიშნა.
ჰერმანმა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა თითქმის 40 წლის წინ დაიწყო და იქ მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო სახელმწიფო მდივანი და ნატოში მუდმივი წარმომადგენელი 2005 წლამდე, ვიდრე ის ევროკომისიაში დაიწყებდა მუშაობას. ის ასევე მსახურობდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად ნორვეგიაში.