Site icon Civil.ge

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ეწვევა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი 29 ივნისს–1 ივლისს მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ესტუმრება, იტყობინება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ვიზიტი 27 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირსა და ამ სამ ქვეყანას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ გაიმართება.

ბილდტმა, რომელიც თბილისში მოლაპარაკებებს 30 ივნისს გამართავს, განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხნების დროებითი გამოყენების დაწყების შემდეგ, საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნება.

„ეს ხსნის შესაძლებლობებს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული ბრძნული პოლიტიკის შედეგად საქართველო კიდევ უფრო მყარად მოიკიდებს ფეხს ევროპული ინტეგრაციის და თანამშრომლობის სტრუქტურებში“, – განაცხადა ბილდტმა.

„შვედეთი ერთ–ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ამ კონკრეტული პროცესის წარმართვას ცდილობდა“, – დასძინა მან.

შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსკი 2009 წელს დაწყებული ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინიციატორები იყვნენ.