პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 7 ივლისს რევაზ გაჩეჩილაძე გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშნა.
ელჩის თანამდებობა 1,5 წელი ვაკანტური იყო.
რევაზ გაჩეჩილაძემ, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1997 წელს დაიწყო და 1998–2004 წლებში საქართველოს ელჩი იყო ისრაელში, ხოლო შემდეგ 2009 წლამდე სომხეთში მსახურობდა საქართველოს ელჩად.