12 ივლისის ადგილობრივი არჩევნების აქტივობის საბოლოო მონაცემმა 36% შეადგინა იმ 1 715 514 ამომრჩევლიდან, რომელთაც მეორე ტურში მონაწილეობა შეეძლო, განაცხადა ცესკომ.
ეს მაჩვენებელი 15 ივნისის არჩევნებზე 43.31%-ს შეადგენდა.
თბილისში საარჩევნო უბნებზე, 20 საათის მონაცემებით, ადგილობრივ არჩევნებში 34.3% გამოცხადდა, რაც სამი პროცენტული პუნქტით ჩამორჩება პირველ ტურში დედაქალაქში არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს.
თბილისში ოლქების მიხედვით აქტივობა შემდეგნარი იყო: მთაწმინდა – 41.78%; ვაკე – 38.89%; საბურთალო – 36.04%; კრწანისი – 33.99%; ისანი – 29.9%; სამგორი – 30.45%; ჩუღურეთი –35.98%; დიდუბე – 38.69%; ნაძალადევი – 33.97%; გლდანი – 31.91%.
დანარჩენ ოლქებში, სადაც ასევე გაიმართა მეორე ტური, არჩევნების დღის აქტივობის მაჩვენებელი შემდეგია: ყვარელი – 39.87%; თელავი – 37.1%; ახმეტა – 48.45%; თიანეთი – 55.76%; რუსთავი – 34.12%; მცხეთა – 47.41 %; გორი – 39.56%; თერჯოლა – 54.34%; ბაღდათი – 44.72%; ხონი – 62.4%; ტყიბული – 41.82%; ოზურგეთი – 50.88%; ლანჩხუთი – 52.12%; მარტვილი – 37.8%; ფოთი – 31.37%; ბათუმი -26.1%; ქობულეთი – 27.74%; ხულო – 44.57%.