Site icon Civil.ge

წინასწარი შედეგებით, ნარმანია დიდი უპირატესობით ლიდერობს

წინასწარი შედეგების თაობაზე პირველი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატი დავით ნარმანია 47 პროცენტული პუნქტით უგებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნიკა მელიას.

არჩევნების დასრულებიდან სამ საათში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ამ ნაწილობრივი შედეგების თანახმად, ნარმანიას ხმების 73.51%, ხოლო მელიას – 26.49% აქვს.

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ ღამის 11 საათზე გამოცხადებული ეს წინასწარი შედეგები თბილისის 727 საარჩევნო უბნიდან 140-ის შედეგებს ეფუძნება.