ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პირველი წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დამარცხება აღიარა.
წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ „მე ამ არჩევნებში ვერ მოვიპოვე გამარჯვება“, – უთხრა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
წინასწარი შედეგების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატი დავით ნარმანია 47 პროცენტული პუნქტით უგებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნიკა მელიას.
„მაგრამ მე ვერ მივულოცავ იმ კანდიდატს გამარჯვებას, რომლის გამარჯვებისთვის საჭირო გახდა დედაქალაქის ყოფილი მერის დაკავება“, – განაცხადა მელიამ გიგი უგულავაზე მინიშნებით.
„მაგრამ როგორც ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი, ვუსურვებ მას [ნარმანიას] წარმატებას. ბედნიერი ადამიანი ვიქნები, თუ იგი შეძლებს იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც მან უხვად გასცა თბილისელებს. მაგრამ, ჩემი აზრით, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ მან ამ დაპირებების შესრულება თუნდაც იოტისოდენა დონეზე შეძლოს“, – განაცხადა მელიამ.