Site icon Civil.ge

პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელს ეწვევა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 23 ივლისს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა.

პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, დავით უსუფაშვილი შეხვედრებს გამართავს  ქნესეთის თავმჯდომარესთან იული-იოელ ედელშტეინთან და  ისრაელის ახალარჩეულ პრეზიდენტთან რეუვენ რივლინთან; დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ქნესეთის ტრიბუნიდან და შეხვედრები ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ავრაჰამ მიქაელთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზეევ ელკინთან და ოპოზიციის ხელმძღვანელ ისააკ ჰერცოგთან.