ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამშაბათს დაასრულა რვა ქალაქში მერების არჩევნების და 13 მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეჯამება, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს ინფორმაციით, 12 ივლისის მეორე ტურის შედეგად არჩეული მერები, მათ შორის დედაქალაქის მერი, და ასევე გამგებლები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას 2 აგვისტოდან შეუდგებიან.