Site icon Civil.ge

წინასწარი მონაცემებით, მშპ-ს ზრდამ 2014 წლის პირველ ნახევარში 6% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2014 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.1% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მას შემდეგ, რაც პირველ კვარტალში 7.1%–იანი ზრდა დაფიქსირდა, იტყობინება „საქსტატი“.         

მთავრობა 2014 წელს 5%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.