Site icon Civil.ge

თბილისის ახალი მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ, რომელიც 2 აგვისტოდან შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მერის მოადგილეების, ათივე რაიონის გამგებლის და მერიის სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები დაასახელა, რომელსაც საკრებულოს დასამტკიცებლად მომავალ კვირაში წარუდგენს.

პირველ მოადგილედ დავით ნარმანიამ ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც აქამდე კულტურის და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის გურამ ოდიშარიას პირველი მოადგილე იყო.

დანარჩენ ოთხ მოადგილედ ნარმანიამ დაასახელა ნინა ხატისკაცი, რომელიც 2012 წლის ივლისამდე „საერთაშორისო  გამჭირვალობა საქართველოს“ პროგრამების დირექტორად მუშაობდა; გიორგი ხელაია, რომელიც აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა;  გიორგი სოლომონია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, და ალუდა გოგლიჩიძე, რომელსაც 2012–13 წლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

ნარმანიამ თბილისის რაიონების გამგებლად შემდეგი კანდიდატურები დაასახელა:

თბილისი მერმა ასევე წარმოადგინა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები: