Site icon Civil.ge

საფრანგეთის სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს

საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი Commandant Birot ბათუმის პორტს  6-8 სექტემბერს სტუმრობს.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლებისა და ფრანგული ხომალდის ეკიპაჟის მონაწილეობით ერთობლივი პრაქტიკული წვრთნების ჩატარება იგეგმება მყვინთავებისთვის, იტყობინება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

ეს საფრანგეთის ფლოტის მესამე ხომალდია, რომელიც წელს საქართველოს ეწვია. 

ფრანგული ფრეგატი “სურკუფი” –  ივლისში, ხოლო საფრანგეთის დაზვერვის ხომალდი Dupuy de Lôme აპრილის ბოლოს სტუმრობდა ბათუმს.