Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 11-12 სექტემბერს ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იტყობინება მისი ადმინისტრაცია.

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება და ასევე გამართავს მოლაპარაკებებს თავის კოლეგასთან არტურ რასი-ზადესთან.

პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ირაკლი ღარიბაშვილი გასული წლის დეკემბერში სტუმრობდა ბაქოს. მეორე ვიზიტისას მისი დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პარლამენტის წევრები ქართული ოცნებიდან ზურაბ ტყემალაძე და მახირ დარზიევი.