Site icon Civil.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ერთდღიანი ვიზიტით ერევანში გაემგზავრა, სადაც თავის სომეხ კოლეგას სეირან ოჰანიანს შეხვდება 24 სექტემბერს.

„პირისპირ შეხვედრაზე მინისტრები თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. მხარეები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ“, – იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.