სლოვაკეთის პარლამენტმა 23 სექტემბერს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხების რატიფიცირება 117 ხმით, ერთხმად მოახდინა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხუთშაბათს.
სლოვაკეთი ევროკავშირის მეხუთე სახელმწიფო გახდა რუმინეთის, ლიტვის, ლატვიის და ბულგარეთის შემდეგ, რომელმაც ხელშეკრულებას რატიფიცირება გაუკეთა.
ასოცირების ხელშეკრულების სრულად ამოქმედებისათვის მისი რატიფიცირება ევროკავშირის 28-ვე სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა უნდა მოახდინოს, თუმცა ამ პროცედურების დასრულებამდე შეთანხმება დროებითი გამოყენების რეჟიმში მოქმედებს.
საქართველომ, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს მოაწერა ხელი, ხოლო მისი რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა.