Site icon Civil.ge

თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დამტკიცდა

თურქეთის განათლების სამინისტრომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა, იტყობინება საქართველოს საელჩო ანკარაში თავის „Facebook”-ს გვერდზე 26 სექტემბერს.

საელჩოს ინფორმაციით, პროგრამა მიმდინარე წლიდან თითოეულ საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, მე-5-მე-8  კლასებში ქართული ენის 244 საათიან სწავლებას ითვალისწინებს.

„საქართველოს საელჩო ულოცავს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართული წარმოშობის მოსახლეობას ამ ისტორიულ ფაქტს და მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდ მადლობას უხდის თურქეთის ხელისუფლებას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.