Site icon Civil.ge

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ესტუმრება

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი 6 ოქტომბერს საქართველოში სამდღიან ვიზიტს იწყებს.

ვიზიტის ფარგლებში იგი  თავის ქართველ კოლეგას დავით უსუფაშვილს; პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს; პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს; საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს და თბილისის სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდება.