ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი 22–23 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
„კარგია საქართველოში დაბრუნება. კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის ერთიანობასაც რუსეთმა ამას წინათ საფრთხე შეუქმნა. საჭიროა ძლიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – დაწერა ლინკევიჩიუსმა Twitter-ზე.
იგი თბილისში აზერბაიჯანში 21–22 ოქტომბერს განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ჩამოვიდა.