საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2010–2014 წლების იანვარ-სექტემბერში, მილიონ აშშ დოლარებში. წყარო: საქსტატი
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014 წლის პირველ ცხრა თვეში 10%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 8.37 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 14.5%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა „საქსტატმა“ 24 ოქტომბერს.
2014 წლის იანვარ–სექტემბერში ექსპორტის მოცულობა 7%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; თუმცა აგვისტოსა და სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 12.8%–იანი და 7%–იანი კლება დაფიქსირდა. იმპორტის მოცულობა 12%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 6.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა იანვარ–სექტემბერში.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის პირველ ცხრა თვეში 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 879.1 მილიონი აშშ დოლარით; ჩინეთი – 613.6 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 583.1 მლნ აშშ დოლარით; უკრაინა – 486.7 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 396.2 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 390.8 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 377.2 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 283.6 მლნ აშშ დოლარით; იაპონია – 269.7 მლნ აშშ დოლარით.
2014 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს ვაჭრობამ დსთ–ს ქვეყნებთან 2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.4%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ქართული ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 1%–ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.3%–ით გაიზარდა და 1.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2.18 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2014 წლის იანვარ–სექტემბერში, რაც 8%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 458 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23%–იანი ზრდაა, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 5%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იტყობინება „საქსტატი“.
2014 წლის იანვარ–სექტემბერში აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები იყო. ექსპორტმა აზერბაიჯანში 425.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.4%–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე; ექსპორტი სომხეთში 0.7%–ით გაიზარდა და 224.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა რუსეთში ორჯერად ზრდას გადააჭარბა და 212.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2014 წლის პირველ ცხრა თვეში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის ექსპორტში 408.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.1%–იანი კლებაა 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. კლება ძირითადად უკავშირდება მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებას აზერბაიჯანში, რაც სავარაუდოდ აზერბაიჯანის მიერ აპრილიდან შემოღებულ ახალ რეგულაციებს უკავშირდება, რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირში 2005 წლამდე, აშშ–ში 2004 წლამდე და იაპონიაში 2011 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი.
შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 219.4 მილიონი აშშ დოლარით, რაც 19.7%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, და სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 201 მილიონი აშშ დოლარით, რაც ორჯერად ზრდას აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობამ 130.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 75.8%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და საქართველოს მთლიანი ექსპორტის 6.1%–ს შეადგენს. ექსპორტირებული ქართული ღვინის 65% რუსულ ბაზარზე მოდის.
საქართველომ იანვარ–სექტემბერში 113.7 მილიონი აშშ დოლარის მინერალური წყლების ექსპორტი განახორციელა, რაც 56.2%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; შემდეგ მოდის თხილი – 107.2 მილიონი აშშ დოლარით (30%–იანი ზრდა); აზოტოვანი სასუქები – 93.4 მილიონი აშშ დოლარით (5.6%–იანი შემცირება); სამკურნალო საშუალებები – 65.7 მილიონი აშშ დოლარით (72.3%–იანი ზრდა); არადენატურირებული ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელები – 64.3 მილიონი აშშ დოლარით (4%–იანი ზრდა); წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ე.წ. „არმატურა“– 50.3 მილიონი აშშ დოლარით (9.4%–იანი ზრდა).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის პირველ ცხრა თვეში ტრადიციულად ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 695.7 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 531.7 მლნ აშშ დოლარი; ნახშირწყალბადები – 238.2 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 228.3 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 138.2 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 130 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 102.5 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტები – 73.3 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 71.8 მლნ აშშ დოლარი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან – 70.1 მლნ აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)