Site icon Civil.ge

თბილისი ‘გმობს ე.წ. არჩევნებს’ დონეცკსა და ლუგანსკში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 3 ნოემბერს, რომ ის "გმობს" უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართულ "ე.წ. არჩევნებს“.

სამინისტროს განცხადებით, ეს არჩევნები „წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას“.

„ამგვარი პროვოკაციული ქმედებები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო მოქალაქეთა ნების თავისუფალ გამოხატვასთან, ხელს უშლის უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში არსებული მდგომარეობის მშვიდობიან დარეგულირებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)