Site icon Civil.ge

პრეზიდენტი პარლამენტს პარასკევს მიმართავს სიტყვით

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს 14 ნოემბერს, პარასკევს მიმართავს სიტყვით.

პარლამენტის ბიურომ 10 ნოემბერს ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში მას შემდეგ შეიტანა, რაც გიორგი მარგველაშვილმა 5 ნოემბერს თხოვა საკანონმდებლო ორგანოს გაეთვალისწინებინა  პარლამენტისადმი და საზოგადოებისადმი მისი საგანგებო მიმართვის სურვილი.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტი 14 ნოემბერს, 12 საათზე დაახლოებით ნახევარსაათიანი სიტყვით მიმართავს დეპუტატებს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯომარე დავით უსუფაშვილი გამოვა სიტყვით.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ამ ორი გამოსვლის შემდეგ დებატები არ არის მოსალოდნელი.

დებატების პროცედურა გათვალისწინებულია პრეზიდენტის გეგმიური მიმართვის დროს, როცა ქვეყნის მეთაური პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში გამოდის.