„საქსტატის“ მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3.5% შეადგინა.
2014 წლის პირველი ათი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.6% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იტყობინება „საქსტატი“.
მშპ–ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2014 წელს 5%–ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელს ვარაუდობს მთავრობა მომავალ წელსაც.