მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, აცხადებენ პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის აკაკი ჩხენკელს, რომელმაც ამ თანამდებობაზე თითქმის ერთი წელი იმსახურა.
ამასთან, გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ ასევე დატოვა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე. მისი გადადგომის კონკრეტული მიზეზი ასევე უცნობია.
ამ საკადრო გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციასა და ზოგიერთ სამსახურში; ასევე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ნათესავია.