სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი 11 დეკემბერს საქართველოს ეწვევა, იტყობინება მისი პრესსამსახური.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ბოლოს აგვისტოში სტუმრობდა.