ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია“, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
„კენჭისყრა ცხადყოფს ევროპის მზარდ ნდობას საქართველოსადმი და ასევე ქვეყნის მიერ ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების მიმართ“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერს ქართველ ხალხს მათ მიერ ამ რეფორმების განხორციელების და ევროპაში და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის გზაზე“, – დასძინა მან.