Site icon Civil.ge

შსს: 2014 წელს 5.49 მლნ ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს



ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს ვიზიტების ზრდის დინამიკას 2006 წლიდან. წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

2014 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 5 493 492-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 1.88%-იანი ზრდაა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში საზღვრის კვეთის შესახებ.

ამ მონაცემების მიხედვით, ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში შემოდიან და 24 საათის განმავლობაში ჩერდებიან ქვეყანაში, „ტურისტებად“ არიან კვალიფიცირებულები.

5.9 მილიონი ვიზიტორიდან 2014 წელს 2 218 050 „ტურისტი“ იყო, რაც 2013 წელთან შედარებით 7.39%-იანი ზრდაა.

ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს გასულ წელს მეზობელი სახელმწიფოებიდან ეწვია. ამ სიას კვლავაც თურქეთის მოქალაქეები ლიდერობენ, რადგან 2014 წელს 1.43 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა საქართველოში, რაც 10.1%-იანი კლებაა 2013 წელთან შედარებით; შემდეგ მოდიან სომხეთის მოქალაქეები 1.32 მილიონი შემოსვლით (2.3%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); აზერბაიჯანის მოქალაქეები – 1.28 მილიონი (19.2%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); რუსეთის მოქალაქეები – 810 233 (5.58%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); უკრაინის მოქალაქეები  – 143 157 (12.9%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით). ირანის მოქალაქეების ვიზიტები ორჯერ მეტად შემცირდა 2014 წელს და 41 747 შეადგინა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სტუმრობა 11%-ით გაიზარდა 2014 წელს წინა წელთან შედარებით და 230 323-ს მიაღწია.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)