Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა 13 იანვარს უკრაინის ქალაქ ვოლნოვახში 12 ადამიანის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებიც იმ ავტობუსში იმყოფებოდნენ, რომელსაც ჭურვი მოხვდა. 

„აღნიშნული ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების უპირობო შესრულებას უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)