საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო 22 იანვარს დონეცკში მომხდარი „ტრაგიკული ფაქტი“, სადაც ჭურვის აფეთქების შედეგად „უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ“.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 23 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
„მიგვაჩნია, რომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული, რათა შესრულდეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – აცხადებს სამინისტრო და „სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს“.