Site icon Civil.ge

საქართველოს ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრები უკრაინას სტუმრობენ

საქართველოს ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე კიევს სტუმრობენ, სადაც მათ 30 იანვარს შეხვედრა გამართეს უკრაინის ეკონომიკის მინისტრთან აივარას აბრომავიჩიუსთან.

კალაძე და კვირიკაშვილი, რომლებიც ასევე ვიცე–პრემიერები არიან, უკრაინის ენერგეტიკის და ქვანახშირის მრეწველობის მინისტრს, ვლადიმირ დემჩიშინსაც შეხვდებიან. 

უკრაინის ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს გამოცდილება და ურთიერთობები ევროკავშირთან, ასევე ტურიზმის საკითხი და ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობის  გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა და ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესება. 
  
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო–უკრაინის სამთავრობო კომისიის სხდომა ბათუმში 2015 წლის ივნისში გაიმართება.