Site icon Civil.ge

რუსი დიპლომატი: ნატოს დაგეგმილი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში ‘პროვოკაციულია’

ნატოს განზრახვა, რომ საქართველოში საწვრთნელი ცენტრი გახსნას, „პროვოკაციული“ ნაბიჯია, რომელიც გააუარესებს რეგიონალურ უსაფრთხოებას, განაცხადა რუსეთის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ნატოში ალექსანდრე გრუშკომ. 

„საწვრთნელი ცენტრი საქართველოში არის ნაბიჯი, რომელიც სხვანაირად ვერ შეფასდება, თუ არა პროვოკაციული. ნატოსთვის არ არსებობს იმის საჭიროება, რომ რაიმე ცენტრები შექმნას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავარკვევთ რაშია საქმე“, – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები გრუშკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

„ნატოს სამხედრო ობიექტების გამოჩენა საქართველოში არის დაძაბულობის ესკალაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)