Site icon Civil.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 თებერვალს ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს უნგრეთში.

ის მოლაპარაკებებს გამართავს უნგრელ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან და ასევე შეხვდება უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ლასლო კოვერს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება  საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი.

საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი,  ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ვიზიტამდე მიუნხენს სტუმრობდა უსაფრთხოების 51-ე კონფერენციის ფარგლებში, სადაც სხვა ორმხრივ შეხვედრებთან ერთად, ასევე გამართა მოლაპარაკებები ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ აშრაფ ღანი აჰმაძაისთან.