სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციების გამკაცრებიდან ხუთი თვის შემდეგ საქართველომ იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყანას ტურისტული და საქმიანი მიზნით ეწვევიან, ვიზის ელექტრონული პორტალი აამოქმედა.
მოკლევადიან, ერთჯერად შემოსასვლელ ვიზებზე განაცხადები იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც საქართველოს არ აქვს უვიზო მიმოსვლა, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე evisa.gov.ge.
ვიზის მიღების მსურველმა პირმა ელქტრონულად უნდა წარმოადგინოს ფოტოსურათი, პასპორტის ასლი, სასტუმროს ჯავშანი ან მოწვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორმხრივი ბილეთი, სამგზავრო დაზღვევა, ფინანსური გარანტია და 50 აშშ დოლარის სავიზო მოსაკრებელი, მომსახურების 2%-იან საკომისიოსთან ერთად. მათ აღარ დასჭირდებათ დოკუმენტების წარდგენა საქართველოს საელჩოებში ან საკონსულოებში. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონული ვიზის მიღებას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.
საქართველოს 104 ქვეყანასთან და ტერიტორიასთან უვიზო რეჟიმი შენარჩუნებული აქვს . 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში ვიზის გარეშე დარჩენა მაქსიმუმ 90 დღით შეუძლიათ ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში, ნაცვლად ადრე არსებული 360 დღიანი პერიოდისა.