გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ნორბერტ ლამერტი 12–15 თებერვალს საქართველოს ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და სხვა დეპუტატებს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, იტყობინება გერმანიის საელჩო საქართველოში.
ბუნდესტაგის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს 2006 წელსაც სტუმრობდა, 13 თებერვალს კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოხსენებას წაიკითხავს თემაზე: ”European Peace Order: between Treaties and Conflicts” (ევროპული მშვიდობის წესრიგი: ხელშეკრულებებსა და კონფლიქტებს შორის).