აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი 17 თებერვალს საქართველოში ჩამოვა სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში.
თბილისში, სადაც ის აზერბაიჯანიდან ჩამოვა სომხეთში გამგზავრებამდე, ნულანდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, იტყობინება აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ის „განიხილავს ორმხრივი და რეგიონალური საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის საქართველოს გზას ევროპული ინტეგრაციისკენ და საქართველოს ძალისხმევას, რომ დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, – იტყობინება აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი.