საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 25 თებერვალს ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება ბრიუსელში.
ის ასევე მიმართავს სიტყვით ნატო-საქართველოს კომისიის ოთხშაბათს დაგეგმილ სხდომას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე კვირას ასევე გაემგზავრება ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. ის მოლაპარაკებებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან კლოდ იუნკერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან.