Site icon Civil.ge

წინასწარი მონაცემებით, მშპ–ს ზრდამ იანვარში 0.5% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ იანვარში 0.5% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მთავრობა 2015 წელს პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის ნახევარზე მეტით შემცირებას გეგმავს.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 25 თებერვალს, რომ 2015 წლის ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 2% იქნება, ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 5%–ისა.

5%–იანი ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა.

წინასწარი მონაცემებით, შარშან საქართველოს ეკონომიკა 4.7%–ით გაიზარდა, რაც მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%–ზე ნაკლებია.