Site icon Civil.ge

წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 1.3% შეადგინა

წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 1.3% შეადგინა მას შემდეგ, რაც იანვარში 1.4% იყო, იტყობინება „საქსტატი“.

წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ თებერვალში 0.1% შეადგინა.

ფასები ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე თებერვალში 8.1%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; ჯანდაცვის სფეროში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა. სურსათზე  და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები თებერვალში 1.9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

თებერვალში ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები 7.8%–ით, ხოლო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 5.4%–ით  შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.